Pages

Sunday, July 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

     დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის შექმნა. გადავიტანეთ  საქაღალდეში  დისკზე  ფოტოები, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, დამხმარე მასალა. საბოლოო სახე მიეცა ნაშრომს, მსგავსი პროექტი განხორციელებული მაქვს, ვფიქრობ,  ტრენინგზე შეძენილი ცოდნა განსაკუთრებით გამომადგება სამომავლოდ ,პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების დროს, მაქსიმალურად გამოვიყენებ  ისტს.
  აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგი იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო.  ტრენერი  , ბატონი დათო კი - საუკეთესო, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.
   მადლობა მას ყველაფრისათვის.

Friday, July 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

   ტრენინგის დასასრულს უკვე შევისწავლეთ  პროექტში  შეფასების  რუბრიკების  შერჩევა და  გამოყენება,  სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის აქტივობებისა და შეფასების  მორგება.  აგრეთვე შევქმენით  პროექტის  ფარგლებში დამხმარე მასალები  მოსწავლეთათვის.
      ტრენიგის დასაწყისში შექმნილი მაღალი  მოლოდინი  დღესაც   გამართლდა.
  გმადლობთ ამისთვის!!!!

Monday, July 11, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

თანდათან სრულყოფილ სახეს იღებს ჩვენს მიერ შესრულებული სასწავლო პროექტი. დგეს ვისაუბრეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სექმნაზე და მის განთავსებაზე პროექტში. შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა, საქაღალდის ატვირთვა დისკზე, დისკიდან როგორ უნდა ვიმუშაოთ  ვორდში, ექსელში. როგორ მოვამზადოთ აქედან პრეზენტაცია. ვისწავლეთ  საქაღალდის გაზიარება და სხვა.   ტრენინგი, როგორც ყოველთვის, დატვირთული იყო  საინტერესო სასწავლო მასალით, ვფიქრობ, ნამდვილად აქტიურად გამოვიყენებთ სასკოლო საქმიანობაში.

პროექტის პორტფოლიო

Sunday, July 10, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მჯერადაც  საინტერესო და მიზანმიმიმართული  აღმოჩნდა ტრენინგი.   გავიაზრეთ  შეფასების კრიტერიუმები, სეფასების ფორმები,   შეფასების რუბრიკები.  ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად და მიზნობრივად მოსწავლეთა  მოტივაციის  გასაძლიერებლად  ეს ინსტრუმენტი.  ვნახეთ სხვადასხვა ნამუშევრები  მაგალითისთვის.

Friday, July 8, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

საინტერესო და ჩემთვის  სასიამოვნო აღმოჩნდა  ტრენინგის მეხუთე დღე.   დღეს ტრენერისაგან  კარგი შეფასება და შექება მივიღე. ძალიან გამიხარდა.
  ვფიქრობ, ყველაფერს  გავართმევ თავს, მომწონს ტრენინგზე მუშაობის სტილიც და ფორმაც. ვგულისხმობ ჯგუფურად, ერთობლივად განხილვას და შესწავლას  პროექტის თითოეული კომპონენტისა. მსჯელობას, ერთმანეთის აზრების მოსმენას და გაზიარებას.
    დღეს განვიხილეთ ყველა პედაგოგის საშინაო დავალება, მივიღეთ შეფასებები , რჩევები,  მითითებები. შევისწავლეთ ბუკლეტების შექმნა და მისი გამოყენება პროექტის ფარგლებში.

Monday, July 4, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

       კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგის მეოთხე დღე.  განცდა იმისა , რომ ძალიან რთულია რასაც გვასწავლიან, თითქმის გაქრა.
    დღეს შევისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების გახსნა, გადმოწერა, მისი გამოყენება სლაიდ-შოუების  შესაქმნელად. გავეცანით  გუგლის დედამიწის დედამიწის ინტერნეტში ჩადებული მოდელი, აგრეთვე რუკების მოძებნა გამოყენება, ტექსტების თარგმანი, ერთი სიტყვით, გავეცანით გუგლის სხვადასხვა სერვისებს. ტრენინგი იყო  აქტიური და საინტერესო.