თანდათან სრულყოფილ სახეს იღებს ჩვენს მიერ შესრულებული სასწავლო პროექტი. დგეს ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სექმნაზე და მის განთავსებაზე პროექტში. შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა, საქაღალდის ატვირთვა დისკზე, დისკიდან როგორ უნდა ვიმუშაოთ ვორდში, ექსელში. როგორ მოვამზადოთ აქედან პრეზენტაცია. ვისწავლეთ საქაღალდის გაზიარება და სხვა. ტრენინგი, როგორც ყოველთვის, დატვირთული იყო საინტერესო სასწავლო მასალით, ვფიქრობ, ნამდვილად აქტიურად გამოვიყენებთ სასკოლო საქმიანობაში.
Monday, July 11, 2016
Sunday, July 10, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
ამჯერადაც საინტერესო და მიზანმიმიმართული აღმოჩნდა ტრენინგი. გავიაზრეთ შეფასების კრიტერიუმები, სეფასების ფორმები, შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად და მიზნობრივად მოსწავლეთა მოტივაციის გასაძლიერებლად ეს ინსტრუმენტი. ვნახეთ სხვადასხვა ნამუშევრები მაგალითისთვის.
Friday, July 8, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
საინტერესო და ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ტრენინგის მეხუთე დღე. დღეს ტრენერისაგან კარგი შეფასება და შექება მივიღე. ძალიან გამიხარდა.
ვფიქრობ, ყველაფერს გავართმევ თავს, მომწონს ტრენინგზე მუშაობის სტილიც და ფორმაც. ვგულისხმობ ჯგუფურად, ერთობლივად განხილვას და შესწავლას პროექტის თითოეული კომპონენტისა. მსჯელობას, ერთმანეთის აზრების მოსმენას და გაზიარებას.
დღეს განვიხილეთ ყველა პედაგოგის საშინაო დავალება, მივიღეთ შეფასებები , რჩევები, მითითებები. შევისწავლეთ ბუკლეტების შექმნა და მისი გამოყენება პროექტის ფარგლებში.

Monday, July 4, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგის მეოთხე დღე. განცდა იმისა , რომ ძალიან რთულია რასაც გვასწავლიან, თითქმის გაქრა.
დღეს შევისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების გახსნა, გადმოწერა, მისი გამოყენება სლაიდ-შოუების შესაქმნელად. გავეცანით გუგლის დედამიწის დედამიწის ინტერნეტში ჩადებული მოდელი, აგრეთვე რუკების მოძებნა გამოყენება, ტექსტების თარგმანი, ერთი სიტყვით, გავეცანით გუგლის სხვადასხვა სერვისებს. ტრენინგი იყო აქტიური და საინტერესო.

Sunday, July 3, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ კომპიუტერთან ასეთი ინტერესით და მონდომებით ვიმუშავებდი,რადგან ჩემი სისუსტე სწორედ ტექნოლოგიების მიმართ ცუდი დამოკიდებულებაა. ტრენინგის მესამე დღეს მივხვდი, რომ შეიძლება ყველაფერი ეს დაძლიო და შეისწავლო. და ეს შესაძლებელია მხოლოდ ასეთ სასწავლო გარემოში, ვგულისხმობ ტრენერის მაღალ პროფესიონალიზმს და კარგი პიროვნული თვისებების ერთობლიობას.
დღეს შევისწავლეთ :.ბლოგის ენის შეცვლა; . ბლოგის წაშლა, ფონის და .შაბლონის შეცვლა. ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა, ახალი გაჯეტის შექმნა და გადაადგილება.' პოსტის გამოქვეყნება და რედაქტირება.
მადლობა ამისათვის.

Friday, July 1, 2016
რეფლექსია მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საშინააო დავალებების განხილვით, რაც საგნობრივი პროექტების პირველად მონახაზებს წარმოადგენდა. ტრენერმა ინდივიდუალურად მოისმინა თითოეული პედაგოგის იდეა, შემდეგ განვიხილეთ ჯგუფში, მოგვცა საჭირო რეკომენდაციები და შენიშვნები.
მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, ტრენერი მაქსიმალურად ცდილობდა არცერთი კითხვა არ დაეტოვებინა უპასუხოდ. შეგვასწავლა როგორ გამოვიყეოთ უკვე შექმნილი ბლოგები და მათზე განთავსებული პროექტები.
უნდა ითქვას, რომ ხელი შეგვიშალა ტექნიკურმა ხარვეზმა.

Subscribe to:
Posts (Atom)